Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამყრელიძე ვაქცინის შესახებ: პრეპარატის გამოთხოვიდან თვე-ნახევარში ის ახლით ჩავანაცვლეთ

17 იანვარი, 2018 18:16

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ  აუდიტის  ანგარიშზე, რომელშიც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ვაქცინაზე იყო საუბარი, განცხადება გააკეთა. 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ამირან გამყრელიძის თქმით, ის რაც წერია აუდიტის დასკვნაში, რეალობას არ შეესაბამება. 

„მინდა, დავაფიქსირო, რომ ის, რაც წერია პუბლიკაციაში, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რამდენჯერმე გასცა არგუმენტირებული პასუხი. მათ შორის, გუშინწინ სპეციალური სხდომა გაიმართა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენებმა დაუსაბუთეს იმ საკითხის მართებულობა, რომელზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის არგუმენტებს და იყო დაპირება,  რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. არ მინდა, ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება ქვეყანაში დისკრედიტაცია, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასა და მოსახლეობის ვაქცინაციასთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

როგორც მან განმარტა, აღნიშნული ვაქცინა,  „ლისავაკი“  ცოფისთვის არის განკუთვნილი. მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვაქცინა 2015 წელს ყველა იმ წესის დაცვით შემოვიდა, რასაც ითვალისწინებს  საკანონმდებლო სივრცე. არც ერთი სერიოზული გართულება, გვერდითი მოქმედება არ დაფისირებულა. 

 „2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია და მოგეხსენებათ, პრეკვალიფიკაცია ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი თამასა, ვაქცინის და საერთოდ, მედიკამენტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაქცინა დაუყოვნებლივ უნდა ამოეღოთ. როდესაც ეს გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ქვეყნის დატოვება მის გარეშე წარმოუდგენელია, მაშინ ცოფის და დაკბენის ყველა შემთხვევა შეიძლება ადამიანისთვის აღმოჩნდეს სასიკვდილო.

ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ და ვერ დაუშვებდა, ამიტომაც გამოთხოვიდან დაახლოებით თვე-ნახევარში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უზრუნველყო ამ ვაქცინის ჩანაცვლება ახალი ვაქცინით და 2016 წლის დაახლოებით 20 მარტიდან ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა“, - თქვა გამყრელიძემ.

მისი თქმით, 2015 წელს ვაქცინა გამოიყენებოდა საქართველოში და თვიური ხარჯვა ამ ვაქცინისა იყო 12 000-დან 17 000-მდე დოზამდე. 

„2015 წელს ეს ვაქცინა გამოიყენებოდა მთლიანად საქართველოში. თვიური ხარჯვა ამ ვაქცინისა არის 12 000-დან 17 000-მდე დოზამდე. 23 000 არის დაახლოებით თვე-ნახევრის დოზა. ქვეყანაში წლის განმავლობაში ვხარჯავთ დაახლოებით 55 000 დოზა ცოფის ვაქცინას. ანუ 2015 წელს დაახლოებით ამდენი ვაქცინა დაიხარჯა, პლუს კიდევ მარტამდე სამი თვე. და ამ ვაქცინით გამოწვეული არც ერთი გვერდითი მოქმედება ან რაიმე სერიოზული გართულება ქვეყანაში არ ყოფილა. ამავე დროს ხაზს ვუსვამ, რომ 2015, 2016, 2017 წელს ცოფის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ იმ ვაქცინას რომელიც გამოიყენებოდა ან გამოიყენება ქვეყანაში აქვს მაღალი დამცველობითი ეფექტი“,- თქვა გამყრელიძემ. 

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ ქარხანას, რომელიც ამ პრეპარატს აწარმოებდა, მოუხსნა პრეკვალიფიკაცია. ამავე დროს მისცა რეკომენდაცია ქვეყნებს, რომ თანდათან გამოეთხოვათ მისი წამლები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^