გმირთა მოედანზე წუხელ სამი ადამიანი დაჭრეს. მათგან ერთს დაზიანებები კიდურის არეში აქვს მიყენებული და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მას ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ს პრესსასახურმა განუცხადა, ორ დაშავებულს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.
უწყების ინფორმაციით, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციამ ადგილზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.