Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: მოსახლეობის 27% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 10% - „ნაციონალურ მოძრაობას“

18 იანვარი, 2018 11:11

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა. პრეზენტაცია ეხებოდა პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებს.

კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს“ გამოკითხულთა 27%-მა უპასუხა, რომ მხარს დაუჭერდა „ქართულ ოცნებას“, 10%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, 3%-მა კი – „ევროპული საქართველო“. სხვა პარტიები დაასახელა გამოკითხულთა 7%-მა, ხოლო 24% არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.

ხოლო შეკითხვაზე თუ „რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია” 31 პროცენტმა დაასახელა „ქართული ოცნება”, 10 პროცენტმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 4 პროცენტმა – „ევროპული საქართველო”, 3 პროცენტმა კი – „პატრიოტთა ალიანსი”. პარტიების მხარდაჭერა კიდევ უფრო დაბალია ახალგაზრდებში. მსგავსი მონაცემებია შეკითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას”: 27 პროცენტი „ქართულ ოცნებას” ასახელებს, 10 პროცენტი – „ნაციონალურ მოძრაობას”, 3 პროცენტი კი „ევროპულ საქართველოს”.

NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში ამომრჩევლებსა და არჩეული თანამდებობის პირებს შორის მზარდი კომუნიკაციის პრობლემაა. მოსახლეობის უმეტესობა ელის, რომ პარლამენტის წევრი პარტიის (75 პროცენტი) და საკუთარ ინტერესებს (55 პროცენტი) დაიცავს და არა მოქალაქეებისას (41 პროცენტი). ასეთი განწყობა განსაკუთრებით ჭარბობს თბილისში. „პოლიტიკოსებისადმი ასეთი დაბალი მოლოდინის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს რომელიმე პარტიას. ეს განსაკუთრებით საინტერესო მიგნებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოკითხვა არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ჩატარდა და პარტიული მხარდაჭერის მონაცემები თითქმის უცვლელია წინა კვლევებთან შედარებით.“ - წერს NDI.

კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^