Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რიგით მე-8 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნა

25 იანვარი, 2018 11:09

24 იანვარს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რიგით მე-8 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნა. 

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი, იტალიელი, ჰოლანდიელი, პოლონელი და თურქი გამომცემლები ფორუმს დაესწრნენ და ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს გაეცნენ.

ოთხი დღის განმავლობაში 15-მდე უცხოური გამომცემლობის წარმომადგენელი ქართველ კოლეგებთან, მწერლებთან, მთარგმნელებთან, კრიტიკოსებსა და ლიტერატურის აგენტებთან ერთად ქართული მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმნის პროცესზე, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და ქართული წიგნის ინდუსტრიის განვითარებაზე ისაუბრებენ.

„თარგმანების კუთხით ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 300-ზე მეტი უცხოენოვანი თარგმანით წარდგება, საუბარია 30-მდე უცხო ენაზე ქართული ნაწარმოებების თარგმანზე, ხოლო უშუალოდ გერმანულ ენაზე ჩვენ დაახლოებით 130-მდე გერმანულენოვან თარგმანს ველოდებით და შესაბამისად წარმოვადგენთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში“, - ამბობს წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი 

სტუმრებს მწერალმა დათო გაბუნიამ 13 ქართველი მწერალი გააცნო: ზაზა თვარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ოთარ ჭილაძე, ნაირა გელაშვილი აკა მორჩილაძე, კოტე ჯანდიერი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ალეკო შუღლაძე, არჩილ ქიქოძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ლუკა ბაქანიძე და თამთა მელაშვილი.

„რა თქმა უნდა, 13 მწერალში ვერ ჩაატევ ქართულ ლიტერატურას, მაგრამ შეზღუდულ დროში შევარჩიეთ 13 საუკეთესო მწერალი და მათ შესახებ მოვუყვებით ფრანგ, პოლონელ, თურქ, ბრიტანელ, იტალიელ გამომცემლებს“, - ამბობს დათო გაბუნია 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^