Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანიაში სათამაშოების გამოფენაზე სამი ქართული კომპანია მონაწილეობას მიიღებს

25 იანვარი, 2018 0:05

გერმანიაში გამართულ სათამაშოების გამოფენა Spielwarenmesse 2018-ზე სამი ქართული კომპანია: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნიურნბერგში გამოფენა 2018 წლის 31 იანვარიდან 4 თებერვლამდე გაგრძელდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც 60 ქვეყნის 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს, ქართველი მეწარმეები მონაწილეობას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მიიღებენ.

სააგენტოს მიხედვით, სათამაშოების გამოფენაზე - Spielwarenmesse 2018 მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს ამ სფეროში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^