Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 550-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა

30 იანვარი, 2018 17:13

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ტრენინგი თბილისის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა-ქართლის სულ 300-მდე სკოლის 550-ზე მეტმა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა გაიარა.

თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მსმენელებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიარეს, რომელსაც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერებათა დოქტორები და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები უძღვებოდნენ. 2018 წლიდან მსგავსი პროგრამის გაგრძელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. კვალიფიკაციას 3500-ზე მეტი პედაგოგი აიმაღლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^