როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ლიბერალს" განუცხადეს, საზღვრის გადმოკვეთისას "კანონიერ ქურდს" ნებისმიერ შემთხვევაში დააკავებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კი წერდა, რომ მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, "ავტორიტეტის დასჯა მოხდება, თუ კი ჩვენ გამოძიების ეტაპზე დავადასტურებთ, რომ ამ ადამიანებს რაიმე ფორმით გავლენა აქვთ მოხდენილი საქართველოში მაგალითად დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ან მონაწილეობა აქვთ მიღებული თუნდაც ელექტრონული კომუნიკაციით რაიმე დანაშაულში. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, რათა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. უნდა დავადასტუროთ ეს. მტკიცებულებების გარეშე ხომ ვერ დავაკავებთ? მხოლოდ აღიარების საფუძველზე პირი ვერ დაისჯება. მტკიცების მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული კანონმდებლობა პრობლემებს ქმნიდა. თუ გვექნება აღიარებასთან ერთად მტკიცებულებების ერთობლიობა დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“.
შსს-ს პრესამსახურის თქმით, საზმაუს მიერ მინისტრის მოადგილის ამგვარი ფორმით გადმოცემული კომენტარი გაუგებრობის შედეგია.
კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. "კანონიერ ქურდებს" მხოლოდ კონკრეტული დანაშაულისთვის დააკავებენ - საზმაუ