Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ Facebook-ზე პოსტი „#არაჩადებას!" გამოაქვეყნა

04 თებერვალი, 2018 16:46

#არაჩადებას! - ამ შინაარსის პოსტი შინაგან საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 

„ლიბერალი" დაინტერესდა, თუ რისი თქმა სურს სამინისტროს ამ განცხადებით, რის გასარკვევადაც სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა. შეკითხვაზე, არის თუ არა ეს სამინისტროს ახალი კამპანია, შსს-ში პასუხობენ, რომ ამ მესიჯით ისედაც ყველაფერი ნათქვამია. 

„ამ მესიჯით ჩვენ უკვე ისედაც ყველაფერი ვთქვით და ამ ეტაპზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებთ" - უთხრეს „ლიბერალს" შსს-ში. 

ლოზუნგით „არა ჩადებას" თბილისში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია 2017 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართეს. ისინი საქართველოში მოქმედ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ. 

არა ჩადებას - მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერეს

სამართალდამცავთა მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ჩადების შესახებ ბრალდება შსს-ს მიმართ არაერთხელ გაჟღერდა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკას მოქმედი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პროებლემად ასახელებს. 

ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელშიც ჩადების ბრალდება ფიგურირებს „ბახალას" საქმეა. გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 0.37 გრამი ბუპრემორფინის ფლობის ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბახალა ამბობდა, რომ ნარკოტიკები მას პოლიციელებმა ჩაუდეს. 

სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობდნენ „ბირჟა მაფიის" წევრებიც, რომლებიც შსს-მ 2017 წლის 7 ივნისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ბრალდებით დააკავა. 

2017 წელს დეკემბერში პროკურატურამ ორივე მათგანის მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგნ „წარმოებული გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა".

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელშიც ბრალდებული სამართალდამცავებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებდა, დავით ხარშილაძის საქმეა. შსს-მ იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა. 20 სექტემბერს სასამართლომ ხარშილაძე უდანაშაულოდ ცნო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^