Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წამებაში ბრალდებული გლდანის ციხის 7 თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

06 თებერვალი, 2018 12:37

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების 7 თანამშრომლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 5 ბრალდებულს  საბოლოოდ  3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ხოლო დანარჩენ 2 ბრალდებულს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

„საქმის მასალების თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატურად ახორციელებდნენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. კერძოდ, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდების გამოყენებით, ბრალდებულთა მიზანს, მსხვერპლში შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდის, საბოლოოდ კი უსიტყვო მორჩილების მიღწევა წარმოადგენდა. 

ღია სასამართლო სხდომებზე, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა, მათ შორის დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულთა მხრიდან ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით პატიმრების დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდოგმარეობაში ჩაყენება. სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საპატიმროს საკნებში და ე.წ. „კარანტინის დაშლისას’’ პატიმართა მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის,“ - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^