Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგანელიძე: საქართველოში Boeing-ის, Airbus-ისა და Bombardier-სთვის ნაწილებს დაამზადებენ

08 თებერვალი, 2018 18:44

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის თქმით, საქართველოში წელს ექსპლუატაციაში შევა საწარმო, რომელიც მსხვილი კომპანიების Boeing, Airbus და Bombardier-ის თვითმფრინავებისთვის ნაწილებს დაამზადებს. „ეს იქნება საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის Elbit Cyclone-ის ერთობლივი საწარმო. Elbit Cyclone არის Elbit Systems შვილობილი კომპანია და ისეთი აეროგიგანტებისთვის ამზადებს ნაწილებს, როგორებიცაა: Boeing, Airbus და Bombardier. მინდა გითხრათ, რომ ეს ქარხანაც სწორედ მათთვის დაამზადებს ნაწილებს“, - თქვა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში დავით საგანელიძემ.

საგანელიძის თქმით, საქართველოში დაიწყება, მაგალითად, კარების, პანელების, შიდა და გარე დეტალების წარმოება ცნობილი კომპანიებისთვის. „2-3 წელიწადში, როცა ჩვენი მგზავრები ამ თანამედროვე, კომფორტული თვითმფრინავებით იმგზავრებენ, უნდა იცოდნენ, რომ მათი ძალიან ბევრი ნაწილი საქართველოში იქნება დამზადებული“ - ამბობს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი.

საწარმოს კაპიტალი 85 მილიონი იქნება, საიდანაც 25 მილიონი საპარტნიორო ფონდზე მოდის. პროექტში ჩართულია „საქართველოს ბანკიც“. საგანელიძის თქმით, საწარმოში დასაქმებულთა 90-95% ადგილობრივი იქნება. ქარხანაში სულ 300-მდე ადამიანმა უნდა იმუშავოს.

კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა პირველ ნაწილებს გეგმისამებრ 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^