Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიტიკის ინსტიტუტი: ვინ და რატომ ითხოვს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას?

12 თებერვალი, 2018 12:06

მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ერთ-ერთი მხარის ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მოითხოვს. არის თუ არა უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის რეალური საშიშროება, ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტის, მიხეილ სარჯველაძის სტატიას აქვეყნებს.

როგორც პოლიტიკის ინსტიტუტი წერს, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა ნორდრაინ-ვესტფალიის მხარის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა. მინისტრი ამ განცხადებით ერთ-ერთ ქალაქში ორლინგჰაუზენში კრიმინალის მომატებას გამოეხმაურა. მაგრამ GIP-ის წერილის მიხედვით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება რეალური საშიშროება არ არის.

პოლიტიკის ინსტიტუტი წერს, რომ ეს ლოკალური პრობლემაა და განცხადება ფედერაციულ დონეზე არ გაკეთებულა. თანაც მინისტრი ოპოზიციურ „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს, რომელსაც გერმანიის ფედერაციულ მთავრობაში წარმომადგენლობა არ ჰყავს. როგორც პოლიტიკის ინსტიტუტი წერს, ბოლო წელს გერმანიაში არც საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველთა რაოდენობა გაზრდილა, მათი წარმომადგენლობისა და ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც ჯერჯერობით იმ მოცულობის არ არის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს, თუმცა, როგორც პოლიტიკის ინსტიტუტი წერს, შეჩერების საშიშროება შეიძლება უფრო რეალური გახდეს, თუ ზოგადად ევროპაში საქართველოდან ჩასულ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და ამ მსურველებს შორის ქართველ ეჭვმიტანილთა პროცენტული რაოდენობა არ მოიკლებს.

როგორც GIP წერს, საშიშროება უფრო მეტად უვიზო მიმოსვლის შეჩერების მარტივად ინსტრუმენტალიზებაშია - საქართველო კრიმინალსა და თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადთან დაკავშირებით იმ ქვეყნებზე უფრო მეტად უნდა ფრთხილობდეს, ვისაც უვიზო მიმოსვლა ევროპაში არ აქვს და, შესაბამისად, არც რაიმის დაკარგვის საშიშროება უდგას წინ.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის წერილი:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^