Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC და TDI: სასამართლომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვის ვადები დაარღვია

13 თებერვალი, 2018 11:58

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის საქმის განხილვის ყველა გონივრული ვადა დაარღვია - ამის შესახებ განცხადებას „ადამიანის უფლეების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC)  და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) ავრცელებენ, რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს წარმოადგენენ.

ორგანიზაციებმა სასამართლოს ბათუმის მერიის მიერ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის აქტების კანონიერების შესწავლა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შესასწავლად მიმართეს. 

„სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა მითითებულ საქმესთან დაკავშირებით დღემდე არცერთი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა და არც დანიშნულა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა. მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელი შეტანიდან 8 თვეა გასული, თუმცა როგორც აღინიშნა სასამართლოს მიერ დღემდე არცერთი სხდომა არ დანიშნულა.

სასამართლოებში გადატვირთულობის სისტემური პრობლემის აღიარების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ განსახილველ საქმეში სასამართლომ საქმის განხილვის ყველა გონივრული ვადა დაარღვია, რაც სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს" - ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ  მეჩეთის მშენებლობაზე მუსლიმი თემის მწვავე სოციალური საჭიროებისა და უფლების შეზღუდვის განგრძობადობის გათვალისწინებით, სასამართლოს უმოქმედობა სამართლებრივი მექანიზმების მიმართ ნდობის და ეროვნულ დონეზე ეფექტიანი და დროული მართლმსაჯულების  განხორციელების შესაძლებლობას ასუსტებს. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისა და სამართლიანი სასამართლოს ბაზისური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

ლოცვა ღია ცის ქვეშ

2017 წლის ივნისში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის ძირითად მოთხოვნას მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ბათმის მერიის მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ სასამართლოს მიერ მეჩეთის მშენებლობის  ნებართვის გაცემის დავალება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა წარმოადგენს.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე საინიციატივო ჯგუფმა სასამართლოს მიმართა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^