დღეს ასპინძაში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს - „ლიბერალს“ ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს