Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძემ თბილისის მერიიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

14 თებერვალი, 2018 11:16

კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიაში კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თბილისის მერის თქმით, შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე დარღვევა გამოავლინა და აღმოჩნდა, რომ ამ პირებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს.

„მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს.“ - განაცხადა თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს მოკვლევის დასრულება და იმ ორი თანამშრომლის დღესვე გათავისუფლება დაავალა, რომლებსაც დარღვევები აღმოუჩინეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^