Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

14 თებერვალი, 2018 11:40

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობას გივი კუბლაშვილი აღარ იკავებს. კუბლაშვილს არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა თანამდებობის დატოვების მიზეზი კეთილმოწყობის და არქიტექტურის სამსახურიდან კალაძის მიერ ორი თანამშრომლის გათავისუფლება.

თბილისის მერიაში კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან კალაძის გადაწყვეტილებით დღეს გაათავისუფლეს. თბილისის მერის თქმით, შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე დარღვევა გამოავლინა და აღმოჩნდა, რომ ამ პირებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს.

„მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს.“ - განაცხადა თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^