Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბარათაშვილი: „რუსთავი 2-ის" საქმეში სხვა პირებთან ერთად სააკაშვილიც ფიგურირებს

14 თებერვალი, 2018 14:53

„პროკურატურის დადგენილებით, იკვეთება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობა და შესაბამისი მტკიცებულებებით ეს დგინდება", - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. მან რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. 

„2012 წლის ნოემბერში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროკურატურას მიმართეს. ისინი მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ, რომ 2004 წელს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირების მოქმედებით წაართვეს წილები სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-დან“. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება. როგორც დავინახეთ, პროკურატურამ ჩაატარა მოცულობითი სამუშაო, დაიკითხა ათეულობით პირი, შეიკრიბა მტკიცებულებები და 2014 თებერვალს პროკურატურა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მიეღო დადგენილება დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დაზარალებულად ცნობის შესახებ, მათ მიმართ სისხლის სამართლის 33-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც გულისხმობს თანამდებობის პირის მიერ უფლებასმოსილებას გადამეტებას.

დადგენილებაში წერია: 2004 წლის ივლისში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიზრახეს ძალადობის გამოყენებით ხელში ჩაეგდოთ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ წილი და, შესაბამისად, მოეპოვებინათ ტელეკომპანიაზე სრული კონტრლოლი. დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მუქარისა და ძალადობის სხვადასხვა გზით აიძულეს ნების საწინააღმდეგოდ კუთვნილი წილი დაეთმოთ. დამფუძნებელს მიადგათ ქონებრივი და მორალური ზიანი. 

დაკითხულია მოწმები, მათგან ყოფილი თანამდებობის პირები, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი და სხვა. ყველა ამ ჩვენებიდან ნათელია, თუ კონკრეტულად რომელმა პირებმა რა მეთოდით რა ხერხით და რა დროს ჩაიდინეს ეს დანაშაული", - განმარტავს სოსო ბარათაშვილი. 

ჟურნალისტების შეკითხვაზე, საქმეში ფიგურირებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი? ადვოკატი პასუხობს, რომ „არის სააკაშვილი, ცალსახად შემიძლია, გითხრათ". 

ადვოკატი ამბობს, რომ ამ დადგენილების შემდეგ შესაბამისი წერილი გაუგზავნეს იუტიციის მინისტრს, მთავარ პროკურატურას, გამომძიებლებს, თუმცა მათგან რეაგირება არ არის. ამიტომ გადაწყვიტეს, მედიის საშუალებით მიმართონ იუტიციის მინისტრს - რატომ არ არის არც ერთი პირი ბრალდებულად ცნობილი ამ საქმეზე?

დღეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, თუ პროკურატურა ვინმეს არ წარუდგენს ბრალს,  დაახლოებით ერთი წლის შემდეგ „რუსთავი 2-ის" შესახებ შეტანილ საჩივარს ხანდაზმულობის ვადა გასდის. რაც ნიშნავს იმას, რომ შიდა ინსტანციებში სამართლებრივი ბერკეტი ამოიწურება. თუ ერთი წლის განმავლობაში რეაგირება არ იქნება, სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები ევროკონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^