Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯარჯი აქიმიძე: თუ დავის გაგრძელება საზღვარგარეთ მოგვიწია, „რუსთავი 2-ს" ვეღარ დავიბრუნებთ

14 თებერვალი, 2018 15:21

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯარჯი აქიმიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საქმეს კიდევ გააჭიანურებს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი  საქართველოში სამართლებრივ დავას ვეღარ შეძლებენ. საზღვარგარეთ კი იმის მიუხედავად, მიიღებენ თუ არა მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილებას, ისინი ტელეკომპანიას ვეღარ დაიბრუნებენ. აქიმიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება სტატუ-კვოს შენარჩუნებას და მათ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას ცდილობს.

„ერთადერთი შესაძლებლობა დაგვრჩება, რომ ვიმსჯელოთ საზღვარგარეთ და ვეძიოთ სამართალი. მაგრამ ჩვენ ამ სამართლის შედეგად „რუსთავი 2-ს" მაინც ვერ დავიბრუნებთ. შესაბამისად, „რუსთავი 2-ის" დაბრუნება იქნება ქიმერა, რომელსაც ვეპოტინებით და ჯერჯერობით საკმაოდ შორს არის“, - აღნიშნა აქიმიძემ.

ჯარჯი აქიმიძის თქმით, ისინი მოითხოვენ საქმეში გამოკვეთილი პირების დასახელებას სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჩაერთონ სამართლებრივ ბრძოლაში, სანამ მათ საქმეზე ხანდაზმულობის ვადა გავა. „ნაციონალურ მოძრაობას“ 2004 წელს დასჭირდა ზუსტად 6 თვე, რომ ჩვენთვის წაერთმია ტელევიზია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დასჭირდა ზუსტად 6 წელი, რომ გამოეძიებინა საქმე, ვეცნეთ ჩვენ დაზარალებულებად, მაგრამ არ ეყო ეს 6 წელი იმისთვის, რომ ეთქვა, ვინ არიან დამზარალებლები.“ - თქვა აქიმიძემ და სახელმწიფოსგან მათი სამართლებრივ დავაში ჩართვა მოითხოვა.

დღეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, თუ პროკურატურა ვინმეს არ წარუდგენს ბრალს,  დაახლოებით ერთი წლის შემდეგ „რუსთავი 2-ის" შესახებ შეტანილ საჩივარს ხანდაზმულობის ვადა გასდის. რაც ნიშნავს იმას, რომ შიდა ინსტანციებში სამართლებრივი ბერკეტი ამოიწურება. თუ ერთი წლის განმავლობაში რეაგირება არ იქნება, სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები ევროკონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^