Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დანიის პრინცი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

14 თებერვალი, 2018 18:26

დანიის დედოფლის მარგარეტის მეუღლე, პრინცი ჰენრიკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ერთი წლის წინ დემენცია დაუდგინდა, იანვარში კი ფილტვების ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანიის პრინცი მოითხოვდა, რომ მეფის ტიტულით მოეხსენიებინათ, მაგრამ სამეფო ოჯახში სურვილი არ შეუსრულეს. ამის გამო, მან 2017 წელს განაცხადა, რომ თავისი მეუღლის გვერდით არ დაეკრძალათ. 77 წლის დედოფალი მარგარეტი ქმრის გადაწყვეტილებას დასთანხმდა და დანიის სამეფო ოჯახის 459-წლიანი ტრადიცია დაარღვია. ბოლო საუკუნეების განმავლობაში სამეფო ოჯახში წყვილებს მუდამ გვერდიგვერდ კრძალავდნენ.

პრინცი ჰენრიკი საფრანგეთში 1934 წელს დაიბადა, ხოლო თავის მეუღლეს, ტახტის მემკვიდრე მარგარეტს ლონდონში 1967 წელს შეხვდა, როცა დიპლომატად მუშაობდა. 1972 წელს მარგარეტი დედოფლად აკურთხეს, მან კი პრინც კონსორტის ტიტული მიიღო. როგორც მონარქიების უმეტესობაშია, დედოფლის ქმარს მეფეს არ უწოდებენ, რასაც ჰენრიკი მოითხოვდა. პრინცი 2002 წელს სამი კვირით სამეფო ოჯახიდანაც წავიდა. ის განაწყენებული იყო იმით, რომ ახალი წლის ღონისძიებაზე მის ნაცვლად, დედოფალი მარგარეტის სახელით მათი შვილი და ტახტის მემკვიდრე ფრედერიკი წარდგა.

სამეფო ოჯახის განცხადებით, პრინცმა სამეფო დაკრძალვა არ ისურვა. ამიტომ ცერემონი დახურული და მცირე მასშტაბის იქნება. ჰენრიკს კრემაციას გაუკეთებენ, ფერფლის ნახევარს დანიის ზღვაში მიმოაბნევენ, მეორე ნახევარს კი ფრედენსბორგის სასახლეში, სადაც გარდაიცვალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^