Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე: მიზანი ყველას გვაქვს ერთი, თუმცა ვერ ვთანხმდებით მიღწევის გზებზე

15 თებერვალი, 2018 0:13

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გვჭირდება პოზიციების შეჯერება უმრავლესობის შიგნით, ასევე, უფრო ფართო ფორმატში - ოპოზიციასთან, არასაპარლამენტო სუბიექტებთან, არასამთავრობო სექტორთან, საპატრიარქოსთან და ნებისმიერ მხარესთან, რომელიც დაინტერესებულია ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ დამატებითი არგუმენტების წარმოდგენის მიზნით გადაიდო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა საქართველოს პარლამენტში.

„იმისთვის გადაიდო განხილვის ვადა, რომ ჩვენ დამატებით, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მიზანი ყველას გვაქვს ერთი, თუმცა ვერ ვთანხმდებით მიზნის მიღწევის გზებზე. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე მიიღწევა უკეთ მიზანი. მიზანი კი არის ნარკომოხმარების შემცირება და ასევე, ჰუმანური პოლიტიკის გატარება. მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ, თუ რა მოგვცემს ამ მიზნის საუკეთესოდ მიღწევის საშუალებას. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჯერჯერობით არ მომისმენია. ყველას მოვუწოდებ, რომ წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყველაზე კარგად ვითარების გაუმჯობესება“, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^