Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რებეკა ჰარმსი: რად ღირს მშენებლობა, რომელიც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის ფასად ხდება?!

15 თებერვალი, 2018 0:52

„მშენებლობა საჭიროა, მაგრამ რად ღირს ის, თუკი ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლის ფასად ხდება" - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა განაცხადა. 

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გამართულ დისკუსიაზე მან ევროკავშირის სტანდარტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც ევროკავშირის როლი შესაძლოა სასარგებლო იყოს. 

„ვიცი, რომ დღეს პროტესტი იმართება. შეიძლება დიდი პროტესტი საჭიროა, ჩამოვარდნილი ადამიანების ამბის გამო. ქვეყანა ისევ და ისევ კარგავს ახალგაზრდა მამაკაცებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ნაკლებობის გამო, რაც ნამდვილად სამწუხაროა. ამდენად, სტანდარტებთან და ნორმებთან ადაპტაცია, რომლებიც ნორმაა ევროკავშირში, საჭიროა და უკეთეს განვითარებას შეუწყობს ხელს.ჩემი აზრით, ეს ერთ ერთი მაგალითია იმისა, სადაც ევროკავშირის როლი ჩანს და შეიძლება სასარგებლო იყოს" - თქვა ჰარმსმა. 

მისი თქმით, ევროპული იდეები მხოლოდ ეკონომიკის ლიბერალიზაციას არ გულისხმობს და ვისაც ასე ესმის, მას საკითხი კარგად არ აქვს გაგებული. 

„მე გერმანიიდან ვარ, ქვეყნიდან რომელიც საკმაოდ წარმატებულია, რადგა სოციალური საბაზრო ეკონომიკა გვაქვს. მხოლოდ თავისუფალი ბაზარი არ არის გამოსავალი, რომელსაც საზოგადოების განვითარებისთვის ვეძებთ" - თქვა ჰარმსმა. 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზებით დღეს დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით „ევროპა და ახალი მსოფლიო „უწესრიგობა". დისკუსიაში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და „ევროპული საქართველოს" წარმოამდგენელი დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე მონაწილეობდნენ. 

სერგი კაპანაძე: მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის მომხრე არ ვარ

ხულორდავა: შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესება სავალდებულოა, ეს სასწრაფოა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^