Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული სოციალურ ქსელში იარაღის ფოტოებს და მუქარას ავრცელებდა

15 თებერვალი, 2018 14:20

ფლორიდის შტატში, პარკლენდის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სროლას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავებული კი საავადმყოფოშია. ბროვარდის საგრაფოს პოლიციის უფროსის, სკოტ ისაერლის ინფორმაციით, მომხდარში ბრალდებული 19 წლის მამაკაცი, ნიკოლას კრუზია. პოლიციის უფროსის თქმით, სროლის შემდეგ ის დააპატიმრეს.

ბროვარდის საგრაფოს საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, კრუზი სკოლიდან გარკვეული დისციპლინური პრობლემების გამო გარიცხეს.

გამომძიებლებმა კრუზი სკოლის დაცვის კამერების ჩანაწერებიდან ამოიცნეს და ახლომდებარე უბანში იპოვეს. პოლიციის ოფიცრებმა ის წინააღმდეგობის გაწევისა და ინციდენტის გარეშე დააკავეს.

კრუზი სოციალურ მედიაში ცეცხლსასროლ იარაღებსა და ძალადობასთან დაკავშირებულ პოსტებს აქვეყნებდა. ნიკოლას კრუზის სახელით შექმნილი ანგარიშიდან youtube-სა და სხვა ვებგვერდებზე ასეთი შინაარსის კომენტარები იწერებოდა: „მე მინდა მოვკლა ადამიანები ჩემი AR-15-ით“, „მე ვაპირებ, რომ მოვკლა სამართალდამცველები“ და ა.შ.

„ინსტაგრამის“ გვერდზე კრუზს ცეცხლსასროლი იარაღის ფოტო აქვს დადებული. სხვა ფოტოში მისი, სავარაუდოდ BB ტიპის,  პისტოლეტი ჩანს. კიდევ ერთ ფოტოში მას სახე თავსაფრით აქვს დაფარული.

პოლიციის განცხადებით, კრუზი შეიარაღებული იყო მრავალი ვაზნითა და ერთი AR-15 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით. გამომძიებლების ვერსიით, ბრალდებულმა სკოლის სახანძრო განგაშის სიგნალი ჩართო, რათა ადამიანები საკლასო ოთახებიდან გარეთ გამოსულიყვნენ და მსხვერპლთა რაოდენობა გაზრდილიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დღით სკოლას სახანძრო ტრენინგი ჰქონდა, იქ მყოფთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს ცრუ განგაში იყო და შენობა არ დატოვა. 

პოლიციის უფროსის ინფორმაციით, სროლის შედეგად, 12 ადამიანი სკოლის შენობაში დაიღუპა, 2 - გარეთ, ერთი გზაზე, ხოლო 2 - საავამდყოფოში. 

მოსწავლეების ნაწილს ეგონა, რომ ისინი მალე დაიღუპებოდნენ და საყვარელ ადამიანებს გამოსამშვიდობებელ ტექსტებს წერდნენ. სხვები კი სოციალურ ქსელში მასობრივი მკვლელობის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებდნენ. 

ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით, ის შენობის გარეთ იყო, როცა თანამშრომლებმა უთხრეს, რომ სკოლაში წითელი კოდი იყო, რაც აქტიურ სროლას ნიშავდა. მელისა ფალკოვსკი საკლასო ოთახში შებრუნდა  და საკუჭნაოში 19 სტუდენტთან ერთად 40 წუთის განმავლობაში იმალებოდა. 

„ჩვენ ამ სიტუაციისთვის უფრო მომზადებულები ვერ ვიქნებოდით. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო. ბოვარდის საგრაფოს სკოლები გვამზადებდნენ ჩვენ ამ ვითარებისთვის და მაინც ამდენი დანაკარგი გვქონდა. პირადად ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო, რადგან მე ვიგრძენი დღეს, რომ ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა ქვეყანამ ვერ დაგვიცვა ჩვენ და ბავშვები“, - განაცხადა ფალკოვსკიმ.

როგორც კი სროლის შესახებ ამბავი გავრცელდა, სკოლის მიმდებარედ მშობლები შეიკრიბნენ. ისინი თავიანთ შვილებს „ვოლმარტში" ეძებდნენ, სადაც ევაკუაციის შემდეგ მასწავლებლები და მოსწავლეები შეიკრიბნენ. 

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკის სკოლებში ადამიანები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ.

„ვლოცულობ და თანავუგრძნობ ფლორიდის საშინელის სროლის მსხვერპლთა ოჯახებს. არც ერთი ბავშვი, მასწავლებელი ან ვინმე ასხვა არ უნდა გრძნობდეს თავს დაუცველად ამერიკის სკოლებში“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა ინციდენტის შემდეგ. 

პარკლენდი, რომლის მოსახლეობაც 31 000 ადამიანია, 2016 წელს წლის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა. სამხრეთ ფლორიდის ქალაქში 2016 წელს ძალადობრივი დანაშაულის 7 და ქონებრივი დანაშაულის 186 ფაქტი დაფიქსირდა. 

სკოლაში მომხდარი აშშ-ის უახლეს ისტორიაში 10 ყველაზე მასობრივი სროლის სიაში უკვე შეიტანეს. ათეული ასე გამოიყურება:

1. 2017 წლის 1 ოქტომბერს შეიარაღებული მამაკაცი, 64 წლის სტეფან პადოკმა კაზინოს 32 სართულიდან ესროლა 20 000 ადამიანს, რომლებიც ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ. მან 58 ადამიანი მოკლა. შემთხვევის ადგილზე 500 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ვერსიით, პაკოდმა თავი მოიკლა.

2. 2016 წლის 12 ივნისს 29 წლის ომარ სადიქი მატენმა ცეცხლი გახსნა ორლანდოში, გეი-კლუბ Pulse-ში. სროლისას სულ მცირე, 49 ადამიანი გარდაიცვალა, 50 კი დაშავდა. მატენი პოლიციელებმა მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას მოკლეს.

3. 2007 წლის 16 აპრილს 23 წლის სტუდენტმა 32 ადამიანი და  გაურკვეველი რაოდენობის ადამიანი დაჭრა მოკლა ბლექსბურგში, ვირჯინიის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კამპუსში. შემდეგ კი თავი მოიკლა. 

4. 2012 წლის 14 დეკემბერს 20 წლის ადამ ლენცამ  კონექტიკუტში, ნიუთაუნში, სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში თოფით მოკლა 6 და 7 წლის 20 ბავშვი და 6 მოზარდი. შემდეგ კი თავი მოიკლა. გამომძიებლებმა მოგვიანებით მსროლელის დედა იპოვეს, რომელიც სროლის შედეგად მიღებული ჭრილობებით გარდაცვლილიყო.  

5. 2017 წლის 5 ნოემბერს მამაკაცი ტეხასში, პატარა ეკლესიაში შევიდა და 26 ადამიანი მოკლა. გამოძიების ვერსიით, მსროლელი დევინ პატრიკ კელი იყო, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს. მაგრამ უცნობია, მოკლეს ის თუ თავი მოიკლა. ეს იყო ტეხასის ისტორიაში ყველაზე მასობრივი მკვლელობა.

6. 1991 წლის 16 ოქტომბერს ტეხასის შტატის ქალაქ კილენში 35 წლის ჯორჯ ჰენარდმა საკუთარი პიკაპი კაფეტერიის კედელს დააჯახა, ამის შემდეგ კი ისროლა და 23 ადამიანი მოკლა. შემდეგ მან თავი მოიკლა. 

7. 1984 წლის 18 ივლისს კალიფორნიის შტატში 41 წლის ჯეიმს ჰაბერტმა მაკდონალდსში სროლის შედეგად 21 მოზრდილი და ბავშვი მოკლა. პოლიციის სნაიპერმა ჰარბერტი სროლიდან 1 საათში მოკლა. 

8. 1966 წლის 1 აგვისტოს ჩარლზ ჟოზეფ ვაითმენმა, ამერიკის საზღვაო ფლოტის ყოფილმა წევრმა ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 16 ადამიანი მოკლა, 30 კი დაჭრა. პოლიციის ოფიცრებმა ის მოკლეს. როგორც გაირკვა, სროლამდე რამდენიმე დღით ადრე ვაითმენმა დედა და ცოლი მოკლა. 

9. მეცხრე მასობრივ მკვლელობად ზემოხსენებული შემთხვევა მიიჩნევა.

10. 2015 წლის 2 დეკემბერს ქორწინებაში მყოფმა სიდ რიზვანმა და თაშინ მალიკმა სან ბერნარდინოში 14 ადამიანი მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ წყვილი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა.

10. 1986 წლის 20 აგვისტოს ოკლაჰომაში პატრიკ ჰენრი შერილმა 10 წუთში ფოსტის 14 თანამშრომელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

წყარო: CNN

ფოტო: CNN

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^