Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია ეროვნული პარკიდან 127 მეტრში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას მოითხოვს

15 თებერვალი, 2018 18:40

ხობში, სოფელ ყულევთან, კოლხეთის დაცული ტერიტორიებიდან 127 მეტრში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის კომპანია „ფაზის იოლიმ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. 

გარემოზე ზემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ბერაძემ „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ კომპანია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს და სამინისტროს დოკუმენტაციაც წარუდგინა. 

მაია ბერიძის თქმით, სამინისტრომ კომპანიას შენიშვნები გაუგზავნა, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, მშენებლობის ნებართვა გაიცემა. მისივე თქმით,  მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც უნდა წარადგინოს. 

„შენიშვნებში აისახა, რომ ქარხანა მდებარეობს ეროვნული პარკიდან 127 მეტრში და ვთხოვეთ მათ, შეეფასებინათ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება და ეს შეფასება წარმოედგინათ სამინისტროში. მათ უნდა ჰქონდეთ კვლევა და შეფასებითი ანგარიში სრულყოფილად  წარმოდგენილი“, - განუცხადა „ლიბერალს“ გარემოზე ზემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ბერაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^