Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტი: 2015-2016 წლებში ახალქალაქის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის სახით 852 400 ლარი გაიცა

16 თებერვალი, 2018 17:27

„2015-2016 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე გაცემულია შრომის ანაზღაურება სულ 3 687 100 ლარის ოდენობით, მათ შორის პრემია - 852 400 ლარი“,- აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ხარჯების ფინანსურ და შესაბამისობის აუდიტს მოიცავს. 

ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული წესი პრემიის გაცემის შესახებ, რომლითაც დარეგულირდება პრემიის გაცემის საფუძვლები. მუნიციპალიტეტი თანამშრომლებზე პრემიას ყოველკვარტალურად გასცემს. 

„ძირითადად, გაცემული პრემია შეადგენს მოხელის თანამდებობრივი სარგოს 100%-ს. ამრიგად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ გაითვალისწინა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის მიხედვით პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების ან/და სათანადო დასაბუთების საფუძველზე. შედეგად, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ, 852 400 ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ისეა გაცემული, რომ არ არის დასაბუთებული რის საფუძველზე განხორციელდა თანამშრომელთა პრემირება“. 

ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა(9 ერთეული) 3-ით აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

„აღნიშნული ავტომანქანების ექსპლუატაციისათვის, მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული საწვავის მოხმარების ლიმიტების შესაბამისად, სააუდიტო პერიოდში დახარჯულია 172 100 ლარი“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^