Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე: ბაქრაძემ სასამართლოში უნდა აღიაროს

17 თებერვალი, 2018 13:26

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ ბაქრაძის განცხადება „პალიტრანიუსის“ ეთერში, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილი გაყალბებულია, ფაქტობრივ აღიარებად შეაფასა მისმა ადვოკატმა ზაზა შანავამ. მაგრამ შანავას თქმითვე, სანამ ბაქრაძე სასამართლოში არ დაიკითხება, ამ აღიარებას სამართლებრივი სახე არ ექნება.

ბაქრაძის გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის, რომ ჩვენება მისცეს და შესაძლებელია მისი, როგორც ბრალდებულის დისტანციური წესით დაკითხვა. ზაზა შანავას განმარტებით, ამის საშუალებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გვაძლევს. „ასევე შესაძლებელია, რომ გამოცხადდეს სასამართლოში. მაგრამ ეს უფრო რთული პროცედურაა, რამდენადაც მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი იმასთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი საქართველოში ექსტრადირება“, - თქვა შანავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ადვოკატი გამოეხმაურა ბაქრაძის კომენტარსაც, რომ შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მას შემთხვევის ადგილის ამსახველი ფირით აშანტაჟებდა. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, სასამართლოში გურამ დონაძემ დამონტაჟებული ფირი წარადგინა, ნამდვილი და სრული ფირით კი, სადაც შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანთა ბრალეულობა ჩანს, დონაძე მის დაშანტაჟებას ცდილობს.  ბაქრაძის ადვოაკტის თქმით, გურამ დონაძემ თავად მასაც რაღაც კადრები აჩვენა, ასევე იცის, რომ ის ზურაბ ბაქრაძესა და მის შვილსაც დაუკავშირდა, მაგრამ დარწმუნებით ვერ იტყვის, აშანტაჟებდა თუ არა დონაძე კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს.

ზურაბ ბაქრაძის განცხადების სისწორეში ეჭვი არ ეპარება ბუტა რობაქიძის მამას. სოსო რობაქიძის თქმით, ამ განცხადების შემდეგ დონაძეს და საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს ზურაბ მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ და ორშაბათს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დააკავონ. „ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად ახალი გარემოებაა, რომ ეს გამოძიება თავიდანაა დასაწყები. უნდა ჩამოიყვანონ ბაქრაძე, უნდა დალაგდეს ეს თემა, დონაძეს და მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ, რადგან დღესაც კი სასამართლოს ატყუებენ ისინი“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ზურაბ ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა გურამ დონაძე. შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, ბაქრაძე ცდილობს ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება გააფორმოს პროკურატურასთან. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი და მიქაძის დადანაშაულება.

როგორც მან აღნიშნა ბაქრაძის მიზანი, პროკურატურასთან ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა და მისი ბრალდებებიც სწორედ ამას უკავშირდება. დონაძის თქმით, პროკურატურასთან ამაზე მოლაპარაკებას კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ადრეც ცდილობდა. „მაგან ერთხელ პროკურატურას უთხრა, რომ ჩამოვიდოდა და ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, ამაზე თავის დროზე გარკვეული თანხა გადაურიცხა კბილაშვილმა და ბაქრაძემ გადააგდო. ახლა მოენატრა საქართველო?! ჩამობრძანდეს, რა პრობლემაა, გააფორმოს საპროცესო და თუ უნდა ათჯერ დაგვადოს ხელი. ვერსად გაექცევა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს. თუ ერთი ზურაბ ბაქრაძე ამბობს აღვირახსნილობას და სამარცხვინო ტყუილს, აქეთ დგას კიდევ 4 და 5 ადამიანი“, - განაცხადა დონაძემ.

დონაძის თქმით, ფირი, რომლის სიყალბეზეც ბაქრაძე საუბრობდა, სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა და შსს-ს ექსპერტმა დაადასტურა, რომ დამონტაჟებული არაა. „ზურა ბაქრაძემ რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუ ფიქრობს, რომ აქეთ შეგვაწმენდს მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს, ძალიან უჩქარია. დღეს რომ ამას ლაპარაკობს, ზეგ სხვა რამე შეიცვლება და იტყვის, როგორ ათქმევინეს ეს და ა.შ. შემდეგ იმ ადამიანების გვარებს ჩამოთვლის, ვინ ახალი დანაშაული ჩაადენინა. თუ ასეთი მართალი იყო ზურა ბაქრაძე, მანამდე დამჯდარიყო საბრალდებო სკამზე ჩვენთან ერთად“, - თქვა გურმა დონაძემ.

ბუტა რობაქიძე და მასთან ერთად მყოფი პირები პოლიციამ  2004 წლის 23 ნოემბერს დააკავა. რობაქიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. 

2013 წლის 19თებერვალს „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რა ვითარებაში იღუპება ბუტა რობაქიძე. ტელეკომპანიას ეს კადრები დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გადასცა. მისი თქმით, ვიდეოჩანაწერი დაუმონტაჟებელია და მან ის დამოუკიდებელი გამოძიებისას მოიპოვა. თუმცა რობაქიძის მშობლები აცხადებდნენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია და ამოჭრილია ის ნაწილი, სადაც პოლიციელი ამბობს, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ.

ამ საქმეზე პროკურატურამ ბრალი რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს წარუდგინა. მათ შორის არიან ზურაბ ბაქრაძე და ზურაბ მიქაძეც. ორივე მათგანი ამჟამად მიმალვაშია.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი რობაქიძის საქმეზე: შემთხვევის ადგილი მთლიანად გაყალბებულია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^