Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ ქართული ოცნების“ ოფისში საზმაუს კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ

19 თებერვალი, 2018 13:04

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. 

სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სხვა საკითხების განხილვასთან ერთად უმრავლესობა დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, რა პოზიცია ექნება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრთა  სხვადასხვაობაა - ნაწილი მხარს არ უჭერს კანონპროექტის ამ ფორმით მიღებას, თუმცა არც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის ვეტოს მაინც დაძლევენ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ამბობს, რომ ის არ აპირებს პოზიციის შეცვლას. 

„ჩემი პოზიცია ეხება ორ თემას: ეს არის სტარტაპების საკითხი და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამატებითი რეკლამის უფლება. ეს არის ის 2 საკითხი, რომელსაც არ ვეთახმებოდი და ახლაც არ ვეთანხმები. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს რაც შეეხება, ერთ პუნქტში დაემთხვა მისი მოსაზრება, მეორე პუნქტში არის განსხვავებული. მე ჩემი პოზიცია მაქვს. კოლეგებს ვურჩევდი, ვიფიქროთ არა მხოლოდ დამატებით რეკლამისა და ბიუჯეტის გამოყოფაზე, არამედ იმ 53 მილიონზეც, თუ რა მიზანს ემახურება, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რომ გამოიყოფა ამ კანონის მიხედვით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

როგორც უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, საკმარისი ხალხია იმისათის, რომ ვეტო დაიძლიოს, მაგრამ თვითონ არ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას. 

„ვფიქრობდი, გარკვეული დროით მიგვეცა საზმაუსთვის ეს შეღავათები,  რადგან ისინი ამბობდნენ რომ ამის შემდეგ სხვა სიმაღლეზე ავიდოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვფიქრობდი, რომ დროებით უნდა შეგვეტანა ეს ცვლილებები კანონში, მაგრამ ამას არ დაუჭირეს მხარი და მეც ბუნებრივია, ვარ ჩემს პოზიციაზე, "- ამბობს ნუკრი ქანთარია.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ იზიარებს, თუმცა კანონპროექტის მიმართ მისი პოზიცია უცვლელია: კომიტეტმა კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა.

14 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. კანონპროექტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ასახვას ოთხმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი: „ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ, „ევროპული საქართველოდან" ზურაბ ჭიაბერაშვილმა და მამუკა ჩიქოვანმა, ხოლო „ქართული ოცნებიდან" დავით ჭიჭინაძემ.

მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს: საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კახა ოქრიაშვილმა, რევაზ არველაძემ, რომან კაკულიამ და გენადი მარგველაშვილმა. ორმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

მიუხედავად ამისა, საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

4 მომხრე 4 წინააღმდეგი - პრეზიდენტის ვეტოზე დარგობრივი კომიტეტის წევრთა ხმები გაიყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^