Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Stadler-ის მატარებლები საქართველოსა და შვეიცარიაში

19 თებერვალი, 2018 16:21

შვეიცარიის საელჩო საქართველოში Facebook-გვერდზე Stadler-ის მატარებლის ორ ფოტოს აქვეყნებს. პირველი მათგანი საქართველოში, მოლითთან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) არის გადაღებული, მეორე კი - შვეიცარიაში. „ეს ორი შვეიცარიული მატარებელი შვეიცარიასა და საქართველოშია გადაღებული. არის რამე სხვაობა?“ - წერს საელჩო.

Stadler-ის ორსართულიანი მატარებლის 4 შემადგენლობა საქართველომ 2016 წლის გაზაფხულზე შეიძინა. თბილისი-ბათუმის რეისზე მატარებლებმა მოძრაობა 2016 წლის ივლისიდან დაიწყეს.

მსოფლიოში ცნობილი მატარებლების მწარმოებელი  შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხანის აშენებას თბილისში გეგმავს.

კომპანია Stadler-ის პრეზიდენტი, პიტერ შპულერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და რეგიონული შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობით როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს.

შვეიცარიის საელჩოც მატარებლების ფოტოების განთავსებით გამოეხმაურა ქარხნის მშენებლობას. „Stadler Rail AG მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც 1942 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს 14 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 7’000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მალე ამ ჩამონათვალს საქართველო და საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობაც მიემატება.“ - წერს შვეიცარიის საელჩო.

მოლითის სარკინიგზო გზაგამტარი კი, რომელიც ხარაგაულის რაიონშია, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სარკინიგზო ინფრასტრუქტურაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^