Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეა გოშხეთელიანის FB-პოსტის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერი ქუთაისის სააპელაციომ გააუქმა

20 თებერვალი, 2018 15:23

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ დეა გოშხეთელიანის  Facebook-პოსტის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. 

პოლიციამ ძალადობის მსხვერპლს დედამთილის და მულის მიმართ Facebook სტატუსების დაწერა აუკრძალა

2018 წელს 6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი დეას ყოფილი მამამთილის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დეას მხრიდან. ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ მხედველობაში მიიღო დეა გოშხეთელიანის მიერ Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი, სადაც საუბარი იყო წლების მანძილზე ყოფილი მეუღლის ოჯახის მხრიდან დეას მიერ გადატანილ ძალადობის ფაქტებზე. დეას მიერ გამოქვეყნებული პოსტი პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. აღნიშნული ორდერი საიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^