Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საპარტნიორო ფონდი“ მთის ღორის გადარჩენის პროექტით რაჭაში ხორცპროდუქტების საწარმოს აშენებს

21 თებერვალი, 2018 13:24

„საპარტნიორო ფონდი“ რაჭაში ხორცპროდუქტების გადამამუშვებელი საწარმოს გახსნას ზაფხულში აპირებს. ფონდმა მთის ღორის გადარჩენის პროექტი ესპანელ პარტნიორებთან ერთად დაიწყო და 2017 წელს რაჭაში ქართული ჯიშის ღორების ფერმა გააკეთა.

ფონდის ვებგვერდის მიხედვით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიონი დოლარია და ქართული უნიკალური მთის ღორისგან პირველად საქართველოში ჰამონის წარმოებასა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ულტრათანამედროვე საწარმოს შექმნას გულისხმობს.

ესპანური კომპანია DERAZA IBERICO, რომელიც ამ პროექტშია ჩართული სპეციალური შავი ფერის ღორის ჯიშისგან ჰამონს ამზადებს. ჰამონი ამ, იბერიკოს ჯიშისგან დამზადებულ ლორს ეწოდება და მსოფლიოში ცნობილი პროდუქტია. როგორც „საპატრნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა „პალიტრანიუსთან“ თქვა, მათ ესპანელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში მოიძიეს ადგილობრივი ჯიშები და შერჩეული ღორის ჯიშები, მათ შორის მთის ღორი ახლოს აღმოჩნდა ესპანური იბერიკოს ჯიშის ღორთან, რომლისგანაც მზადდება ჰამონი.

„ჩვენი ესპანელი პარტნიორები აღფრთოვენებულები არიან იმ შედეგებით, რაც მივიღეთ. ახლა დიდი საწარმო რაჭაში შენდება. ამ საწარმოს  ალბათ ზაფხულის დასაწყისში გავხსნით და საშუალება გექნებათ ნახოთ პირველი ქართული ჰამონის რაჭული ლორის წარმოება“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^