Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონსული: რეადმისიის ფარგლებში 21 მარტს იქნება კიდევ ერთი დეპორტაცია

21 თებერვალი, 2018 23:04

საქართველოს გენერალური კონსულის ფრანკფურტში იოსებ ჩხიკვიშვილის განცხადებით, რეადმისიის ფარგლებში გერმანიიდან ქართველების დეპორტაცია 21 მარტს კიდევ იგეგმება.  ამის შესახებ იოსებ ჩხიკვიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

იოსებ ჩხიკვიშვილის თქმით, მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა.

„ამ კუთხით არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ მოუმართავს. მეორე რეისს ყოველთვის დაჰყვება უცხოეთის აპარატის წარმომადგენელი, რომ გერმანიის მთავრობამ მას უარი უთხრას თავშესაფარზე, ეს საკითხიც აქტუალურია და დეპორტაციას ექვემდებარება. ხდება იმ ადამიანების დეპორტაცია, რომლებსაც უარი ეთქვათ აქ თავშესაფარზე,“- განაცხადა იოსებ ჩხიკვიშვილმა.  

გერმანიიდან გუშინ საქართველოს 65 მოქალაქე საქართველოში დააბრუნეს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობები ჰქონდათ დარღვეული. 

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია - უკან დააბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, - აცხადებს შსს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^