Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკრებულომ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღავნელად რუსუდან მირზიკაშვილი დაამტკიცა

22 თებერვალი, 2018 0:06

დღეს, დედაქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ოფიციალურად დასახელებული კანდიდატის ვახტანგ ჯოხაძის ნაცვლად რუსუდან მირზიკაშვილი დაამტკიცეს. 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ ჯოხაძე 15 თებერვალს წარადგინა:

„ახალი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურას წარვადგენ. ის პროფესიით ურბანისტია. აქვს ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ვახტანგს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ პრობლემების მოგვარებას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დეპუტატებს დასამტკიცებლად მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატურები წარმოუდგინა. ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რუსუდან მირზიკაშვილის  კანდიდატურის წარდგენას  საკრებულოს  ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე გამოეხმაურა.  მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე რუსუდან მირზიკაშვილის  კანდიდატურის წარდგენა, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, რუსუდან მირზიკაშვილის გამოცდილება ისტორიული ძეგლების, ძველ თბილისისადა  ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უკავშირდება. მისივე თქმით, თბილისის მთავრობის  ერთ-ერთიმთავარი პრიორიტეტი სწორედ ისტორიული უბნების აღდგენაა.  

კალაძემ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ ჯოხაძე წარადგინა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^