Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მერიის დოკუმენტებში აღნიშნულ 2 ავტომანქანას ვერ მიაკვლია

22 თებერვალი, 2018 15:05

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინვენტარიზაციის შედეგად გარდაბნის მერიაში ვერ მოიძია ორი ავტომობილი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში არის აღნიშნული.

„კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია MITSUBISHI PAJERO 3500 V6/24V-სა და GAZ31029-ის მარკის ავტომანქანების მდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. 

ასევე ირკვევა, რომ  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია 2010 წლის შემდეგ ახლადშეძენილი 3 ავტომანქანა.

„WOLKSKWAGEN PASSAT 2013 წლის თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წინა მოწვევის მაჟორიტარ დეპუტატს. 2 ავტომანქანას - KIA RIO-ს, 2012 და 2015 წლებიდან განკარგავდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები. აღნიშნულ პიროვნებებს მუნიციპალური ქონება გადაცემული ჰქონდათ სარგებლობის უფლებით და წარმოადგენდნენ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს“, - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^