Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანია სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს დახმარებას სთავაზობს

22 თებერვალი, 2018 19:02

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG) Government Assisted Repatriation Programme (GARP)“ რომელიც სამშობლოში  ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს.

პროგრამის (REAG/GARP) ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯის ანაზღაურება, ასევე არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა. 

საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება   საქართველოს  მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც უარი  ა) ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები;  ბ) პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა და ასევე  გ) საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.

პროგრამის მიხედვით, ფინანსურ დახმარებასთან ერთად ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს პროგრამა აძლევს საშუალებას, თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და  ოფიციალური უწყების წარმომდგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება.

გერმანული მხარის თანახმად, 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ  დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად მაგალითად ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა. შ.

პროგრამა მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.

პროგრამების შესახებ ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია გერმანიის მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში. 

ასევე, დაინტერესებულ პირებს  აღნიშნული მხარდაჭერის თაობაზე  დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე https://www.returningfromgermany.de/de/centres, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ავღანურ, არაბულ და ირანულ ენებზე.

პროგრამით 2016 წელს, საერთო ჯამში, 54 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^