Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების შესახებ

22 თებერვალი, 2018 19:18

19 თებერვალს ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვის სამინისტრო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს" დაგეგმილი პროექტების მიმართ შერჩევითად იყენებს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სამინისტრო „ძველ“, ბევრად მარტივ, ხანმოკლე და საზოგადოებისთვის დახურულ პროცედურებს იყენებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი რიგი პროექტების მიმართ. 

დღეს, 22 თებერვალს კი ამავე საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტრო აცხადებს, რომ 2017 წლის ბოლო სამუშაო დღემდე (29 დეკემბერი), სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვის მიზნით განცხადებით მომართა არაერთმა კომპანიამ და მოითხოვა  წარმოების დაწყება გზშ-ს ანგარიშის განხილვისა და საჯარო განხილვისთვის შენიშვნების წარდგენის მიზნით, წარმოება დაიწყო ძველი წესით (,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით). 

იხილეთ განცხადება სრულად: 

საზოგადოებაში გაჟღერებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არასწორად იყენებს ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ ძალადაკარგული კანონის ნორმებს, გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად ,,2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.”

,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, საჯარო განხილვის ორგანიზებას უზრუნველყოფს საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ სამინისტროში წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. სამინისტრო დეტალურად განიხილავს დაგეგმილი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და მონაწილეობას იღებს საჯარო განხილვაში. შესაბამისად სამინისტროს ჩართულობა წარმოდგენილი განცხადების განხილვის პროცეში ცხადია ვერ იქნება ფორმალური. 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის  განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. იქიდან, გამომდინარე, რომ 2017 წლის ბოლო სამუშაო დღემდე (29 დეკემბერი), სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვის მიზნით განცხადებით მომართა არაერთმა კომპანიამ და მოითხოვა  წარმოების დაწყება გზშ-ს ანგარიშის განხილვისა და საჯარო განხილვისთვის შენიშვნების წარდგენის მიზნით, წარმოება დაიწყო ძველი წესით (,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით). აღნიშნულ წარმოებები გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად უნდა დასრულდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით. მითითებული წესის შესაბამისად, სამინისტრო დეტალურად განიხილავს  დაგეგმილი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, მათ შორის, ახორციელებს საველე გასვლასაც ადგილზე მდგომარეობის შესწავლის მიზნებისათვის, რათა მომზადებული შენიშვნები და მოსაზრებები იყოს გამყარებული, დასაბუთებული. ამავე შენიშვნებით ხელმძღვანელობს საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად მომართავს სამინისტროს გადამუშავებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით.  

რაც შეეხება 2018 წლის 1 იანვრიდან სამინისტროში რეგისტრირებულ განცხადებებს, აღნიშნულ განცხზადებებზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად და მათზე ვრცელდება აღნიშნული კოდექსით დადგენილი პროცედურები, რომელიც აწესებს გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე საზოგადოების ჩართულობის უფრო მაღალ სტანდარტს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^