Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვიმრაძე: საინფორმაციო სამსახური ახალ, თანამედროვე და ინტეგრირებულ ნიუსრუმში გადადის

23 თებერვალი, 2018 12:11

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და პოლიტიკური ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ 26 თებერვლიდან საინფორმაციო სამსახური ახალ, თანამედროვე და ინტეგრირებულ ნიუსრუმში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ლოგიკურ წერტილამდე მივიდა. 

„პროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. გარემონტდა და განახლდა პირველი კორპუსის მესამე სართული. იქიდან გამომდინარე, რის საშუალებასაც ამ შენობის მდგომარეობა გვაძლევს, მაქსიმალურად ვეცადეთ, ამ ყველაფრისთვის სივრცე გაგვეხსნა, რადგან ინტეგრირებული ნიუსრუმი გულისხმობს გახსნილ სივრცეს და ღია კომუნიკაციას იმ თანამშრომლებთან, რომლებიც ახალ ამბებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს აკეთებენ.

ნელ-ნელა, ამას ე.წ. ნიუსრუმის სისტემაც დაეწევა, რომელმაც ნიუსრუმის მუშაობაში ინტეგრაციისა და კომუნიკაციის პროცესს ხელი ბოლომდე უნდა შეუწყოს“, – განაცხადა გვიმრაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^