Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეცნიერებათა აკადემიაში ასაკობრივი შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნეს

23 თებერვალი, 2018 14:18

საკონსტიტუციო სასამართლომ მეცნიერებათა აკადამიაში პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არჩევაზე ასაკობრივი შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების - გუჩა კვარაცხელიას, გივი ცინცაძის, გიორგი თავაძის, ელიზბარ ჯაველიძისა და სხვების კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 

საქმე შეეხებოდა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა. სადავო ნორმა ადგენდა, რომ აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება.

მოსარჩელე მხარის მითითებით, 70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მქონე აკადემიკოსებს, მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე ეზღუდებოდათ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლება, რაც იწვევდა მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.

მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ ზოგადად, ასაკობრივი ზღვრის დაწესება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სადავო ნორმა ემსახურება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეფექტური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, თუმცა, ვინაიდან აკადემიკოსთა უმრავლესობის ასაკი აღემატება 70 წელს ან მიახლოებულია მასთან, ხოლო, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დაიშვება მხოლოდ აკადემიკოსის არჩევა, შესაძლოა ვეღარც მოხდეს დასახელებულ თანამდებობებზე პირის არჩევა. ამდენად, მოპასუხე მხარემ ცნო კონსტიტუციური სარჩელი.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველყოფილი იყოს ამა თუ იმ სახელმწიფო ფუნქციის სათანადოდ განხორციელება, თუმცა, იმავდროულად, მნიშვნელოვანია ასაკოვანი პირების დაცვა დისკრიმინაციისაგან. ფაქტი, რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების საფუძველი.

 საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ახდენდა არსებითად თანასწორ პირთა დისკრიმინაციას და ცნო ის არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^