Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იან კელი: ილია II საქართველოს ეროვნულ სულს განასახიერებს

23 თებერვალი, 2018 16:17

საქართველოში აშშ-ის ელჩის რანგში თავის ბოლო სიტყვაში იან კელიმ გაიხსენა აქ ჩამოსვლის პირველი თვეები და ადამიანები, ვისაც მაშინ შეხვდა. ელჩის თქმით, პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა საქართველოს პატრიარქსაც, რომლის როლიც პოლიტიკას აღემატება და განასახიერებს ეროვნულ სულს.

„ჩამოსვლიდან პირველი თვეების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა დავამყარე აქტიურ ლიდერებთან: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, იმ დროს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, უმცირესობის ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან და ბევრ სხვასთან“, - გაიხსენა კელიმ პოლიტიკოსებთან შეხვედრა და დაამატა, რომ ასევე შეხვდა საქართველოს პატრიარქსაც. ყველა ამ ადამიანს კი ერთი რამ ჰქონდათ საერთო - ქვეყნის სიყვარული და მისი წინსვლის ერთგულება.

„მათ შორის არიან ეკლესიის  წინამძღოლები, სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტები და გამოჩენილი ჟურნალისტები. მე შევხვდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ადამიანს, რომლის როლი აღემატება პოლიტიკას და განასახიერებს ეროვნულ სულს“, - თქვა გამოსვლისას ამერიკის ელჩმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^