Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე და პოპულისტი პარტიები ლიდერობენ

05 მარტი, 2018 14:31

წინასწარი მონაცემებით, იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე და პოპულისტი პარტიები ლიდერობენ. BBC-ის ინფორმაციით, ხმათა უდიდესი ნაწილი ევროსკეპტიკოსმა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ" მიიღო.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე კოალიცია, რომელშიც ულტრამემარჯვენე ლიგა შედის, პარლამენტის ქვედა პალატაში ყველაზე მეტი ადგილის მოპოვებსა შეძლებს. 

BBC-ის ინფორმაციით, მთავრობის ფორმირებისთვის შესაძლოა მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. 

წინასწარი შედეგებით, „ხუთ ვარსკვლავს" ხმათა 31,6% აქვს, „ლიგას" 18,2%, სილვიო ბერლუსკონის „წინ, იტალიას" კი 13,8%.

მატეო რენზის მმართველმა პარტიამ „დემოკრატებმა" მხოლოდ 19,1% მიიღეს, რაც გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, პარტიისთვის ფსიქოლოგიური დარტყმაა.

რაზე მიუთითებს წინასწარი შედეგები?

იტალიური გაზეთის Il Fatto Quotidiano-ის მთავარი გვერდის სათაური მკითხველს აუწყებს, რომ „ყველაფერი შეიცვლება".

წინასწარი შედეგებით, მართვის სადავეებს რამდენიმე პარტია გადაინაწილებს, თუმცა პოპულისტების ლიდერობის კვალდაკვალ არჩევნების შედეგებს „ბრექსითსა" და აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ადარებენ. 

მოსალოდნელია, რომ ბერლუსკონის კოალიცია 268-მდე ადგილს მიიღებს, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი 316 ადგილია საჭირო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^