Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სვანეთი ჰიდრო“ ჰესებს,მესტიაჭალა 1 და მესტიაჭალა 2, წამყვან ავსტრიულ კომპანია rpGlOBAL-თან ერთად აშენებს

12 მარტი, 2018 14:13

ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე - ასეა აღიარებული არადაგუბებითი ტიპის, მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესები მსოფლიოში, სწორედ ამგვარ ჰესებს აშენებს კომპანია ,,სვანეთი ჰიდრო“ დაბა მესტიაში. მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2 -ს მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიური  სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

rpGLOBAL-ს - ავსტრიულ კომპანიას, რომელთან ერთადაც „სვანეთი ჰიდრო“ ჰესის მშენებლობას ახორციელებს, 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ჰესი აქვს აშენებული, როგორც ევროპაში ისე, ლათინურ ამერიკაში.

ჰესი დარგში არსებული საუკეთესო ტექნოლოგიებით შენდება, მასში დამონტაჟდება მსოფლიო ლიდერი კომპანია KOSSLER-ის ტურბინები. მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2  ავსტრიული კომპანიების კონსორციუმის Convex-Hydroconsult-ის მიერაა დაპროექტებული.

„სვანეთი ჰიდრომ“ გარდა, იმისა, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურები და საექსპერტო დასკვნები  მოიპოვა,  მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებიც გამართა და თემთა საბჭოს წარმომადგენლებსაც შეხვდა. ამ შეხვედრების შედეგად, კომპანიამ  მათი მოსაზრებები და  შეთავაზებები გაითვალისწინა.

სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, „სვანეთი ჰიდრომ“ მესტიის მოსახლეობისთვის  უკვე 1 მლნ ლარის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.  ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციისთვის 600 000 ლარი გამოიყო.  მსგავსი სოციალურ პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2-ის  მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებული, ხოლო,  სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ  დოლარია.

როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ისე განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით, ეკოლოგიურად უსაფრთხო მწვანე ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^