Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო: რუსთაველზე „ოფიცერთა სახლში“ ზდანევიჩების პანო განადგურებულია

13 მარტი, 2018 15:22

თბილისში, რუსთაველის #16-ში, ყოფილ „ოფიცერთა სახლის“ სარდაფში, ძმები ილია და კირილე ზდანევიჩების მიერ შემნილი პანო სრულიად განადგურებულია. 

ამის შესახებ „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან განუცხადეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში, სწორედ, აქ იყო გახსნილი კეფე „არგონავტთა ნავი“.

„ამ ფართში ახლა არის ერთ-ერთი მეიჯარე, რომელსაც სავაჭრო ობიექტი აქვს. კედლის მხატვრობის პანო სრულიად განადგურებულია. ეს იყო ერთადერთი ნიმუში კირილე ზდანევიჩის მხატვრობისა, უნიკალური ძეგლი.

 2016 წელს სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით, თბილისში სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფმა აწარმოა სრულფასოვანი მეცნიერული კვლევა, რომელიც უნდა გამხდარიყო საფუძველი კედლის მხატვრობის პანოს სრული რეაბილიტაციისა. ამავდროულად კვლევის დასრულებისთანავე გვქონდა მცდელობა, რომ მესაკუთრესთან გაგვეფორმებინა მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება. არაერთხელ გავაფრთხილეთ და მივწერეთ მას, რომ არ მომხდარიყო ამ ხელოვნების ნიმუშზე არასათანადო ჩარევა, სანამ გაფორმდებოდა ეს ხელშეკრულება, პანო სრულიად განადგურდა. 

როგორც მეიჯარე ამბობს, სანამ ჩვენ შევიდოდით  პანო უკვე განადგურებული იყოო. ეს ყველაფერი გამოძიების საქმეა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - განუცხადეს ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან. 

პანო განადგურებამდე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მუშა დაწურულ ...

ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშა სამუშაოების შესრულებისას დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა, - ამის შესახებ „ლიბერალს&qu ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზ ...

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს ჰესების გ ...

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტრ ...
^