Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააპელაციომ დეა გოშხეთელიანის Facebook-პოსტის გამო გამოცემული ორდერი ძალაში დატოვა

13 მარტი, 2018 19:19

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეა გოშხეთელიანის  Facebook-პოსტის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერი არ გააუქმა. 

შემაკავებელი ორდერი პოლიციამ 2018 წლის თებერვალში გამოსცა. 

კერძოდ, 2018 წლის 17 თებერვალს დეა გოშხეთელიანის ყოფილმა დედამთილმა და მულმა პოლიციას მიმართეს შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, რათა დეა გოშხეთელიანს შეეწყვიტა, მათი შეფასებით, შეურაცხმყოფელი სტატუსების გავრცელება სოციალური ქსელით. 

პოლიციამ დააკმაყოფილა მოთხოვნა და დეა გოშხეთელიანს აუკრძალა სოციალურ ქსელში დედამთილისა და მულის მიმართ შეურაცხმყოფელი სტატუსების გავრცელება. 

მულის ნაწილში შემაკავებელი ორდერი პირველმა ინსტანციამ გააუქმა, დღეს სასამართლოს დედამთილის ნაწილში გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უნდა ემსჯელა.

თუმცა როგორც „ლიბერალს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლემა ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა,  ეს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

სააპელაციომ დეა გოშხეთელიანის Facebook-პოსტის გამო გამოცემული ორდერი ძალაში დატოვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^