Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"თეთრი ხმაური" - წლებია პოლიციის თანამშრომლები ჩართულნი არიან ნარკოტიკების გასაღებაში

13 მარტი, 2018 20:52

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს გავრცელებული ინფორმაციით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა. დააკავეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც გასაღების ბრალდებით პოლიციის თანამშრომელს აკავებენ. ამგვარი ფაქტების სიმრავლე უკვე ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ მუშაობს მოქმედი ნარკოპოლიტიკა.

წლებია, პოლიციის თანამშრომლები და სისტემის მაღალჩინოსნები თავად არიან ჩართულნი ნარკოტიკულ საშუალებების გასაღებაში, მოგვიანებით კი თავადვე იჭერენ მომხმარებლებს ვისაც სუბსტანციებს ჰყიდიან, აშანტაჟებენ და აიძულებენ თანამშრომლობას. ნულოვანი ტოლერანტობის უმკაცრესი კანონის წინაშე აღმოჩენილ მომხმარებლებს საპროცესო შეთანხმებაზე ვაჭრობით რესურსებს სძალავენ პროკურატურა და ადვოკატები, რომლებიც ხშირად არა ბრალდებულის, არამედ სისტემის დამცველებად გვევლინებიან. დაუცველ, უფულო მოქალაქეებს, მოხმარებული ნარჩენებისთვისაც კი (ცარიელ შპრიცში აღმოჩენილი მიკროგრამები), სასამართლო 5-დან 8 წლამდე, ხოლო საკუთარი მოხმარების დოზის ოდენობით ნივთიერების ფლობისთვის 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით გზავნის ციხეში.

სწორედ ეს არის წრე, რომლის გარღვევისა და ჩამოშლისთვისაც იბრძვის თეთრი ხმაურის მოძრაობა, მანკიერი წრე რომლის ცვლილებისთვისაც “ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად” მოვამზადეთ და შევიტანეთ მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების მქონე ქვეყნის, პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის მოდელთან მიახლოვებული რეფორმა. კანონპროექტის განხილვას კი პარლამენტი და ხელისუფლება დღემდე არათუ არ ცდილობს, არამედ ხელოვნურად უქმნის ბარიერებს და მუდმივი გადავადებით ინარჩუნებს წინა ხელისუფლების მემკვიდრეობას, ჩაგრული ხალხის წინააღმდეგ შექმნილ კანონებსა და მექანიზმებს.

სამწუხაროდ, რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უკვე ორი თვეა დამცველებად რელიგიას ამოფარებული ჯგუფები და მათი დამქაში ხელმოცარული პოლიტიკოსები მოევლინენ. ისინი კანონპროექტზე გამუდმებული სიცრუის ტირაჟირებით, თითქოსდა რეფორმა გასაღებასა და გავრცელებას ახალისებდეს, ეწევიან ისედაც გართულებული პროცესის დისკრედიტაციას და მუდმივი დევნისა და პატიმრობისთვის წირავენ იმედჩასახულ ათიათასობით მოქალაქეს, რომლებსაც უკვე 12 წელია ცხოვრებას უნგრევს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკა. მათ უსმენენ და კვერს უკრავენ ხელისუფლებისა და პარლამენტის სამარცხვინო წარმომადგენლებიც.

დაბოლოს, ცნობისათვის, დღეს გასაღებაზე დაკავებულ პოლიციის თანამშრომელს 6-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაშინ როცა 1 გრამის ოდენობით მდმა-ს, ამფეტამინის თუ სხვა ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით ფლობა, მოქმედი კანონით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს", - წერია ხმაურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^