Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიბიაში დაკავებული ერთი ქართველი მეზღვაური გათავისუფლდა - პატიმრობაში რჩება სამი

14 მარტი, 2018 11:44

​ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი საქართველოში დღეს დაბრუნდა. ბათუმის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.
 
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, "აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინტენსიურად მუშაობს ლიბიაში პატიმრობაში დარჩენილი სამი ქართველი მეზღვაურის  გათავისუფლებაზე, პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს მისიები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ასევე პარტნიორი ქვეყნების საელჩოები".
 
ხვალ ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაგეგმილია შეხვედრა ნუკრი ხოხბასთან. შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს,  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.
 
ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^