Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მუზამე“ - დღეს SPACEHALL-ში Baths-ის კონცერტი გაიმართება

14 მარტი, 2018 19:19

დღეს, 14 მარტს, 20:00 საათზე პროექტ „მუზამეს“ ფარგლებში,,ლოს ანჯელესის ახალ დიდ ელექტრონულ არტისტად’’ წოდებული მუსიკოსი უილ უიზენფილდი, იგივე BATHS ცოცხალი შესრულებით მსმენელის წინაშე საკონცერტო დარბაზ SPACEHALL-ში წარდგება.  

BATHS-მა პირველ სამოყვარულო ჩანაწერები 14 წლის ასაკში შექმნა. ის დიდ ყურადღებას უთმობდა გარემოს ხმებს, განსაკუთრებით კი წყლის ხმებს აბაზანის მიღებისას. სწორედ ამიტომ, უილი მუსიკალურ სცენაზე BATHS-ის (“აბაზანები”) სახელით გამოვიდა და მალევე იქცა ამერიკული და ევროპული მუსიკალური მედიის ახალ ფავორიტად.  
BATHS-ის ჩანაწერები კალიფორნიულ ინდი ლეიბლ Anticon-ზე გამოიცემა, რომელიც ჰიპ-ჰოპზე, ელექტრონულ მუსიკასა და ინდი-როკზეა ორიენტირებული. BATHS ასევე არის საუნდტრეკის ავტორი ვიდეო თამაშისა Dream Daddy, ხოლო სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ არტისტებთან ერთად როგორიცაა Daedelus, Flying Lotus და სხვები. 
„ანიმეები, ვიდეო თამაშები, წიგნები და კომიქსები - გულწრფელი რომ ვიყო, ამ ყველაფერს გაცილებით მგრძნობიარედ აღვიქვამ, ვიდრე რეალურ სამყაროს. ჩემი გული აქაა, ამიტომაც მინდოდა შემექმნა ნამუშევარი, რომელიც ამ ემოციებს ასახავდა, ოღონდ, არაპირდაპირი გზით” - ასე იწყებს საუბარს თავისი ბოლო ალბომის, 2017 წლის Romaplasm-ის შესახებ BATHS. 
ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი Muzame - მარტში 2 წლის გახდა. გასული წლის განმავლობაში მუზამეს ფარგლებში თბილისს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან XIU XIU, THE IRREPRESSIBLES, JAY-JAY JOHANSON, PSYCHIC TV, MOLLY NILSSON და ა.შ. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონცერტი ქართველი შემსრულებლის, სტეფანეს გამოსვლა იყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^