Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო-აშშ-ის დაახლოების პროცესი გაგრძელდეს

14 მარტი, 2018 20:52

„ჩვენი ეპისკოპოსების დელეგაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაოცებულები  დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი დაახლოებისა გაგრძელდეს, თუმცა საქართველო ისედაც დგას ამ გზაზე" - ამ სიტყვებით მიმართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აშშ-ის ელჩ იან კელის, რომელიც საპატრიარქოში გამოსამშვიდობებელი ვიზიტით იმყოფებოდა.

პატრიარქის თქმით, საქართველოსთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს წარსულს და გამოვთქვამთ გაოცებას, იმის გამო, თუ როგორ შეძლო და შექმნა ასეთ მოკლე პერიოდში ამერიკამ ასეთი კულტურა, ასეთი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი" - თქვა პატრიარქმა.

მან აშშ-ს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, 20-% საქართველოს ტერიტორიისა დაპყრობილია. ვფიქრობთ, ღვთის შეწევნით და ჩვენი მეგობრების დახმარებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნებული იქნება" - თქვა პატრიარქმა.

იან კელიმ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნლეოვანია, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას როგორც მოდელმა ტოლერანტობისა და მოდელმა დემოკრატიული მმართველობისა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 ივნისი
25 ივნისი

უელბეკი: ქალების სიტყვის თავისუფლებისთვი ...

ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი საქართველოშია. მან შაბათს ჟურნალისტების პრესკოფერენცია გამართა სადაც დასმულ კითხვებს უპასუ ...
25 ივნისი
25 ივნისი

ჩრდილო კორეაში ყოველწლიური ანტიამერიკული ...

აშშ-სთან ურთიერთობების დათბობის გამო, ჩრდილო კორეაში გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სიმბოლური ღონისძი ...
25 ივნისი
25 ივნისი

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიურ ...

საქართველოს ბანკმა, საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნ ...
^