Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს პრეზიდენტი - რუსეთი საკუთარ ქმედებებს იზოლაციისაკენ მიჰყავს

16 მარტი, 2018 14:59

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში ატლანტიკური საბჭოსა და IRI -ის ორგანიზებით მიღება გაიმართა,რომელსაც ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები, კონგრესმენები, სენატორები და აშშ-ს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიღებაზე საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითა მიმართა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციისა და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარ ქმედებებს იზოლაციისაკენ მიჰყავს. 

"როცა ვხედავთ რა ხდება და როგორ ვითარდება რუსეთის ფედერაცია, ვხედავთ რომ ეს არის პროცესი, რომლის შედეგებსაც ჩვენ დავინახავთ მომავალში - რუსეთი ჩაიკეტება, ისევე როგორც გარკვეულ ეტაპზე დაიხურა საბჭოთა კავშირი და ეს არის ცივი ომის იმიტაცია.

სად არის ჩვენი ძალა? ჩვენი ძალა არ არის დაცულ საზღვრებში, პირიქით, ჩვენი ძალა არის ფართოდ გავუღოთ კარი მშვიდობისა და სიკეთის მსურველ ერებს, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ის სახელმწიფოები, რომლებმაც თავიანთი იდენტობა მიუძღვნეს უკეთესი მსოფლიოს სტაბილურობასა დაუსაფრთხოებას.

დღეს აქ ვხედავ მეგობრებს სხვადასხვა ქალაქებიდან, რომლებიც პასუხობენ დიდ ბრიტანეთში მომხდარ მოვლენას. ეს სწორედ ის არის, რაც უნდა ხდებოდეს -მეგობრები უნდა იყვნენ ერთად და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. სამხედრო ფორმაში შემოსილი ჩვენი ქალები და კაცები მტკიცედ დგანან, რათა ჩვენდაგვიცვან. ისინი რისკავენ საკუთარი სიცოცხლით, რომ ჩვენი თავისუფლება იყოს უსაფრთხო.

მჯერა, რომ, როგორც პოლიტიკურმა ლიდერებმა, იგივე უნდა გავაკეთოთ, რასაც ისინი ბრძოლის ველზე აკეთებენ - ერთად დავდგეთ მტკიცედ, იმღირებულებებისათვის, რომელსაც გადავცემთ ჩვენს მომავალ თაობებს და ამავდროულად, დავიცავთ მათი მომავალი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ კონგრესმენი ელიოტ ენგელი და ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^