Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალური შევიწროების ბრალდება და ზვიად დევდარიანის პასუხი

17 მარტი, 2018 17:08

დღეს ქალთა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს ომბუდსმენის მიერ მაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატს ზვიად დევდარიანს. ქალთა მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ დევდარიანი მხილებულია ქალთა სექსუალური შევიწროებაში და ასეთი ათამდე შემთხვევის შესახებ არის ცნობილი. მოგვიანებით, ზვიად დევდარიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბარობს. 

დევდარიანი: შეიძლება ჩემი თავისუფლება არ მოსწონთ, მაგრამ თანამდებობა ბოროტად არ გამომიყენებია

„მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ"- ნათქვამია განცხადებაში.

„ლიბერალი" დაუკავშირდა ომბუდსმენის ოფისს, თუმცა კითხვა გაიწვევს თუ არა ომბუდსმენის დევდარიანის კანდიდატურას პასუხი უცნობია.

„ლიბერალი” ესაუბრა ქალს, რომელიც ამბობს, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი იყო. კითხვაზე თუ რატომ აქამდე არ განაცხადა აღნიშნული ფაქტის შესახებ გვიპასუხა, რომ აქამდე მალავდა და არ სურდა ამის გასაჯაროება, რადგან, მიიჩნია, რომ საზოგადოებაში დევდარიანის ავტორიტეტის გათვალისწინებით, სიმართლის დამტკიცება გაუჭირდებოდა. ომბუდსმენის მიერ მისი კანდიდატად დასახლების შემდეგ კი გადაწყვიტა ღიად ისაუბროს.

მისი თქმით, 21 წლის იყო, როცა რამდენიმე წლის წინ ზვიად დევდარიანთან გასაუბრებაზე მივიდა.

„მითხრა, რომ სამსახურში იმ შემთხვევაში ამიყვანდა, თუ მასთან ამ ტიპის [სექსუალური] ურთიერთობა მექნებოდა. პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა ეს იგულისხმებოდა, შორიდან უვლიდა. რამდენჯერაც საქმეზე დავიწყებდი ლაპარაკს, ამას უბრუნდებოდა. კაბინეტის კარი ჩაკეტა. 2 საათს გრძელდებოდა ეს გასაუბრება. სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა. მთხოვდა მაკოცეო, და მსგავსი რამეები. ვუთხარი კარგი, ხვალიდანვე დავიწყებ მუშაობას მეთქი და მერეღა გამიშვა. უნდოდა, რომ ამის შესახებ არავის გაეგო და მის რეპუტაციას ჩრდილი არ მისდგომოდა” - ამბობს ქალი, რომელიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მისივე თქმით, ფიზიკური ძალადადობა არ ყოფილა, თუმცა 2 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო.

"ლიბერალი" ამ და სხვა ბრალდებებზე პასუხის მისაღებად ზვიად დევდარიანთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. დევდარიანმა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. 

მასთან ერთად ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროვების ფაქტების შესახებ წერდნენ ქალთა მოძრაობის დახურულ ჯგუფშიც.

“ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, უკმაყოფილება გამოიწვია ომბუდსმენის გადაწყვეტილებამ, რადგან როგროც იცით, მოძრაობის სურვილი იყო ბაია ყოფილიყო კანდიდატი. და ზუტად ამ უკმაყოფილებაზე საუბრის დროს გაიხსნა უამრავი ადამიანი ჩვენ თვალწინ, პირად საუბრებში და საჯაროდ, დახურულ ჯგუფში. ომბუდსმენის მიერ ასეთი კანდიდატის წარდგენა იყო ერთგვარი ტრიგერი იმ ისტორიების, რომელიც ჩვენ ზვიად დევდარიანზე მოვისმინეთ.

საქმე ეხება მოძრაობის სამუშაო ჯგუფის წევრ ქალებს, რომლებიც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ზვიად დევდარიანი მათ სექსუალურად ავიწროებდა, მათთვის არასასურველ ვერბალურ და რიგ შემთხვევებში ფიზიკურ კომუნიკაციას ამყარებდა.” - ამბობენ ქალთა მოძრაობაში.

„ქალთა მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან საკუთარ კანდიდატურას ხსნის. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი წერს, რომ დევდარიანის მიმართ ბრალდებებში ვერ გაერევა, რადგან იგი მისი მეგობარია და ინტერესთან კონფლიქტი აქვს, თუმცა „ქალთა მოძრაობა აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს”.

მოგვიანებით, Ipress-მა ზვიად დევდარიანის განცხადება გაავრცელა, რომელშიც დევდარიანი ამბობს, რომ მასსა და მის ოჯახზე, ასევე მისი ორგანიზაციის თანამშრომლებზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობდა. მისი თქმით, „ქალთა მოძრაობის" განცხადება მის რეპუტაციას ლახავს, „ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს".

მისი თქმით, „ქალთა მოძრაობის" განცხადებაში „არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი".

„ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია" - წერს დევდარიანი. 

იგი ამბობს, ქალთა ჯგუფი მიზანმიმართულად აშანტაჟებს. მისი თქმით, ქალთა ჯგუფისგან პირადად მიიღო შეტყობინება, საკუთარი კანიდიდატურა მოეხსნა, რადგან წინააღღმდეგ შემთხვევაში ღია წერილს გაავრცელებდნენ. 

დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 




 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^