Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სიდას" თანამშრომლები: ორგანიზაციაში თანამშრომლების სექსუალური შევიწროება არ დაფიქსირებულა

17 მარტი, 2018 18:21

„სიდას" თანამშრომლები „ქალთა მოძრაობის" მიერ ორგანიზაციის დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს განცხადებით ეხმაურებიან, რომელიშიც ნათქვამია, რომ „გამორიცხულია ორგანიზაციის რომელიმე კონკრეტულმა თანამშრომელმა, მათ შორის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სექსუალური შევიწროების მოტივით არამართლზომიერად გამოიყენოს საკუთარი თანამდებობა თანამშრომლის აყვანის ეტაპზე". 

სექსუალური შევიწროების ბრალდება და ზვიად დევდარიანის პასუხი

მათი თქმით, ორგანიზაციაში არსებობს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის გაწერილი პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს. ორგანიზაციის 27 თანამშრომელი, რომელიც განცხადებას ხელს აწერს, აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების მხრიდან არ დაფიქსირებულა შევიწროების არც ერთი შემთხვევა და გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების შევიწროებასთან დაკავშირებით არის სიცრუე.

მათი თქმით, „ქალთა მოძრაობის“ მხრიდან შესაბამისი წერილის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მის წარდგენას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად.

ორგანიზაციის თანამშრომელთა განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„ვეხმაურებით „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიას, სადაც მოძრაობა, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

გვსურს ხაზგასმით დავაფიქსიროთ, შემდეგი:

• „სიდას“ ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლები ვგმობთ ყოველგვარი სახის შევიწროებას, მათ შორის სექსუალური ხასიათის. გვჯერა, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება აიმაღლოს ხმა, დაიცვას საკუთარი და სხვისი უფლებები და ხელი შეუწყოს მსგავსი ფაქტების გამოვლენას და აღმოფხვრას.

• ჩვენს ორგანიზაციაში არსებობს თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე აყვანისა და პროფესიული განვითარების გაწერილი სრულად გამჭვირვალე პოლიტიკა და განხორციელების ეტაპზე ამ პროცესს უძღვება „სიდას“ ადმინისტრაციული გუნდი შესაბამისი მიმართულების მენეჯერებთან ერთად. შესაბამისად, გამორიცხულია ორგანიზაციის რომელიმე კონკრეტულმა თანამშრომელმა, მათ შორის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სექსუალური შევიწროების მოტივით არამართლზომიერად გამოიყენოს საკუთარი თანამდებობა თანამშრომლის აყვანის ეტაპზე.

• ორგანიზაციაში არსებობს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის გაწერილი პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს. ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების მხრიდან არ დაფიქსირებულა შევიწროების არც ერთი ქეისი. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თანამშრომლების შევიწროებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, არის სიცრუე.

• აქვე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ქალთა მოძრაობის“ მხრიდან ზვიად დევდარიანის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი წერილის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მის წარდგენას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად, რაც მიზნად ისახავს საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების და სახალხო დამცველის მხარდაჭერის მქონე, დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი და გამოცდილი წევრის არჩევის გართულებას.

• ჩვენი აზრით, გავრცელებული განცხადებით ჩრდილი ადგება, არა მარტო ზვიად დევდარიანის პროფესიულ საქმიანობას, არამედ „სიდას“ და მისი თანამშრომლების ღირსებას და რეპუტაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ საქმიანობის ქვაკუთხედს უკვე 16 წელია ადამიანის უფლებების დაცვა და სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა წარმოადგენს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ჩვენი ორგანიზაცია მაღალი პროფესიული სტანდარტითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის ქვეშ ოპერირებს. ზვიად დევდარიანი კი არის „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც არჩეულია ორგანიზაციის გამგეობის მიერ" - ნათქვამია ორგანიზაციის თანამშრომელთა განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ივნისი
21 ივნისი

Gwp-იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვი ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური საგურამოს მშენ ...
21 ივნისი
21 ივნისი

„ჩემი პირადი აზრით, უკრაინას დამოუკიდებე ...

„ჩემი პირადი აზრით კი, უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობე ...
21 ივნისი
21 ივნისი

ევროსასამართლოს კითხვები საქართველოს ხელ ...

ევროსასამართლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან კით ...
^