Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში Cigarettes After Sex-ისა და WhoMadeWho-ს კონცერტები გაიმართება

19 მარტი, 2018 17:12

ცნობილი ამერიკული ბენდი Cigarettes After Sex საქართველოში კონცერტს გამართავს. ბენდმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ქართველ მსმენელს უპასუხა, რომ საქართველოში კონცერტი ივლისში გაიმართება. „ლიბერალს“ სანდო წყარომ უთხრა, რომ საქართველოში ასევე გაიმართება დანიური ექსპერიმენტული ბენდის WhoMadeWho-ს კონცერტი. 

„ლიბერალის“ ინფორმაციით, ორგანიზატორებისა და ფესტივალის სხვა მონაწილეების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

 

Cigarettes After Sex 2008 წელს დაარსდა. ბენდის პირველი EP 2012 წელს გამოვიდა, ხოლო სადებიუტო სტუდიური ალბომი - გასულ წელს, სახელწოდებით - Cigarettes After Sex. ამერიკული ამბიენტ-პოპბენდი საქართველოში ბოლო სამი წელია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 

WhoMadeWho დანიური ექსპერიმენტული პოპტრიოა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. ბენდმა გასულ წელს ახალი სინგლი - Dynasty გამოუშვა და დააანონსა ახალი, რიგით მე-6 ალბომიც, სახელწოდებით Through The Walls. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^