არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოასვენეს - ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
არჩილ ტატუნაშვილის გადმოცემა წითელი ჯვრის კომიტეტის მეშვეობით მოხდა. ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზა გადაიყვანეს.
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.
ტატუნაშვილის ოჯახს ექსპერტიზის დასრულებამდე ცხედრის გადმოცემაზე უარს ეუბნებოდნენ.
ფოტო: VoA