Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყდრისის საბადოსთან მიწის ნაკვეთი იჯარით, 5 056 320 ლარად გაიცა

20 მარტი, 2018 22:01

სოფელ დიდი დმანისის მომიჯნავე 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი დასრულდა.

აუქციონი „დმანისის გადარჩენის ფონდმა” მოიგო რომელიც 14 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. 

როგორც ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი, აუქციონზე გატანილი 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას იჯარით, 5 056 320 ლარად გადაეცა.

ლოტის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო. 

აუქციონში სამი  პრეტენდენტი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ „დმანისის გადარჩენის ფონდი”, რომელიც 14 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს და კომპანია „არ ემ ჯი გოლდი“. 

აუქციონის გამართვამდე, ერთ-ერთი პრედენდეტმა RMG Gold -მა განცხადება გაავრცელა. 

RMG Gold-ი აცხადებდა რომ კომპანიის მხრიდან წიაღის მოპოვება აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იგეგმება და არც ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები;

მათივე განცხადებით, კომპანიას აღნიშნული ტერიტორია ესაჭიროება სანაყაროების მოსაწყობად, რადგან კომპანიას შესწავლილი აქვს აღნიშნული ტერიტორია და მიწის ნაკვეთი სასარგებლო წიაღისეულის კუთხით სტერილურია, რაც ნიშნავს, რომ ამ ნაკვეთზე არ არის სასარგებლო წიაღისეული. აუქციონში RMG Gold - მა ვერ მოიგო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^